არც ამნისტია და არც გირაო - ნიკა მელია საკუთარ პოზიციას კვლავ არ ცვლის. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს ვარიანტზე არც თანხმდება, მაგრამ არც უარს ამბობს.
მისი ინტერესების დამცველი განმარტავს, რომ გირაოს გადახდას პოლიტიკოსის თანხმობა უბრალოდ არ სჭირდება.
მელიას პოლიტიკური გუნდი ღიად აცხადებს, რომ პოლიტიკოსის თავისუფლება "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის პოზიცია გამაღიზიანებელია ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ თუკი ამნისტიის კანონზე შეთანხმდებიან, ნიკა მელია თავისუფლებას მოიპოვებს.