19 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
კახეთში თანასოფლელმა 50 წლამდე მამაკაცი დაჭრა

ყვარლის მუნიციპალიტეტში 50 წლამდე მამაკაცი თანასოფლელმა დაჭრა. ცეცხლნასროლი ჭრილობები კაცს  ფეხის არეში აქვს მიყენებული. ფაქტი, ცოტა ხნის წინ, სოფელ ახალსოფელში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, თუმცა მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ, რადგან ისინი ახლო მეგობრები იყვნენ.

დაჭრილის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ის გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

ადგილზე პოლიცია მობილიზებული.  

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს, რომ გამოძიება 19/108 და 236 მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. 

 

დღის ამბები