25 აპრილი 2024,   03:32
ვრცლად
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა - დაინფიცირდა კიდევ 1564

კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა - Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 1564  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ კორონავირუსით 3 20 830 ადამიანი დაინფიცირდა.

ბოლო 24 საათში COVID-19-ით 18 ადამიანი გარდაიცვალა. სულ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4263-ია.

განახლდა გამოჯანმრთელებულების სტატისტიკაც - კორონავირუსი დაამარცხა 693​-მა ადამიანმა. სულ გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 2 99 500 შეადგინა. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 27 384,მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 15 341, PCR  ტესტით - 12 043.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური -  5,71%, ბოლო 14 დღის -  5,84%, ბოლო 7 დღის -  6,71%.

სულ აცრილია -  58 533, დღიურად აცრილია -  3 846.

 

დღის ამბები