ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის ფაქტს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. სოზარ სუბარის განცხადებით, ნიკა მელიას აღარც გმირობა გამოუვიდა და აღარც ლიდერობა.
"ნიკა მელიას სააკაშვილმა ასწავლა ციხეში შესასვლელი გზა, მაგრამ იქედან გამოსასვლელი გზა არ უსწავლებია. თუმცა ყველაფერი ძალიან მარტივად არის და ტყუილად მოიჯაყა თავი. აღარც გმირობა გამოუვიდა და აღარც ლიდერობა, რომელიც უნდოდა და არც პოლიტიკური ხულიგნობა," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.
ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy) გამოყო, ეს თანხა უკვე გადახდილია, რომელიც საიამ ხელისუფლებას გადასცა.
როდის დატოვებს ნიკა მელია საპატიმროს და რა პროცედურები უნდა იყოს გატარებული, ამაზე საიას ხელმძღვანელი ამბობს, რომ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პროკურატურა შუამდგომლობით წავიდეს სასამართლოში და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება შეცვლასთან დაკავშირებით.