31 აგვისტო 2026,   22:48
ვრცლად
დარბეული მაღაზია, ჩამსხვრეული მინები და დაზიანებული ავტომანქანები - კონფლიქტი, რომელიც დმანისში მაღაზიასთან დაიწყო, დღესაც გრძელდება

დარბეული მაღაზია, ჩამსხვრეული მინები და დაზიანებული ავტომანქანები - ასე გამოიყურება დმანისის ცენტრი. მოსახლეობამ გუშინდელ დაპირისპირებაში მონაწილე პირების სახლების კარები და ავტომობილები დააზიანა. მსვლელობის მონაწილეები ხელკეტებითა და ჯოხებით არიან შეიარაღებულები. "კურიერის"ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც.

ფიზიკური დაპირისპირება ცხრა აპრილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ განახლდა, სადაც სვანეთიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ, ისინი კონფლიქტში მონაწილე მეორე მხარეს წარმოადგენენ. ინციდენტის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია. პოლიცია ცდილობს ვითარების განმუხტვას. დმანისში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მხარეებს შორის დაპირისპირება გუშინ დაიწყო. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ თავდაპირველად მაღაზიის გამყიდველს 4 პირი დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი ისინი ადგილზე დაახლოებით 40 ადამიანთან ერთად დაბრუნდნენ. ჩხუბში ჩართულები ძირითადად ჯოხებით იყვნენ შეიარაღებული.

დმანისში მიმდინარე მოვლენებზე გამოკითხვები გრძელდება. ქალაქში ვითარება კვლავ დაძაბულია.

დღის ამბები