ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოსალოდნელია COVAX პლატფორმასთან საქართველომ მოკლე ხანში დაიწყოს მოლაპარაკება johnson and johnson-სა და novavax-ის დოზების მიღებასთან დაკავშირებით.
"მოსალოდნელია, რომ COVAX პლატფორმასთან საქართველომ მოკლე ხანში დაიწყოს მოლაპარაკება johnson and johnson-სა და novavax-ის დოზების მიღებასთან დაკავშირებით. ასევე "ფაიზერის" დოზების თემაზე არის სერიოზული წინსვლა და დაზუსტებულ ინფორმაციას ველოდებით. ამასთან, მიდის მუშაობა "სინოფარმის" დამატებითი დოზების მობილიზებაზე,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.