ქუთაისში, ბროსეს ქუჩაზე, გუშინ გვიან ღამით ჩხუბი მოხდა. ორი მამაკაცი თავდაპირველად ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდა, რაც შემდგომ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ორივე პირი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს, საქმე 126 მუხლით არის აღძრული, რაც ცემას გულისხმობს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაპირისპირებისას დაშავდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც. თუმცა ამ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს.