19 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
sinovac-ი ჯანმოს აკრედიტაციას მალე მიიღებს - თენგიზ ცერცვაძე

sinovac-ის წარმომადგენლობამ დოკუმენტაცია ჯანმოში ოფიციალურად უკვე გაგზავნა. ისინი ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან აკრედიტაციას ელოდებიან.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე დარწმუნებულია, რომ ისევე როგორც sinopharm-ის შემთხვევაში მოხდა, sinovac-ი აკრედიტაციას მალე მიიღებს.

"სინოფარმმა ორი კვირით ადრე წარადგინა ჯანმოში დოკუმენტაცია, ვიდრე სინოვაკმა. ისინი ელოდებიან აკრედიტაციას. ახლა მიმდინარეობს შესწავლის პროცესი.

ივნისში იწყება სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ფეხბურთში, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ნაკრები აცრას sinovac-ი, მან ამ მიზნით 50 000 დოზა ვაქცინა შეიძინა. ნუ ვიტყვით, რომ sinovac-ი სერიოზულ ქვეყნებში არ გამოიყენება,"- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები