შეიძლება, თუ არა ორსულებისა და მეძუძური დედების ვაქცინაცია - საზოგადოებაში გავრცელებული ხშირი კითხვების შესახებ, "დღის კურიერის" ეთერში საუბრისას, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტებები გააკეთა.
ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ორსულები და მეძუძური დედები მაღალი რისკის მქონე პირები არიან და მათთვის ვაქცინაცია, არა მხოლოდ არ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა.
"კვლევებში, რომელიც დღეს არსებობს დასავლური ტიპის ვაქცინებზე, ორსულებისა და მეძუძური დედების აცრის შემთხვევაში უარყოფითი გავლენა არ ჩანს. პირიქით, მხოლოდ სარგებელია.
ყველა მწარმოებელი ამბობს, რომ კონკრეტულ სიტუაციაში რისკისა და სარგებლის საფუძველზე გადაწყდეს.
თი დედა არის ორსული ან მეძუძური და ის არის COVID კლინიკის თანამშრომელი, მედდა ან ექიმი, მას მეტი რისკი აქავს COVID-თან შეხვედრის, რადგან ორსულებისთვის კორონავირუსიმეტი რისკია. ამიტომ, ასეთი მაღალი რისკის ადამიანებმა, ორსულია ის თუ მეძუძური, ვაქცინა აუცილებლად უნდა გაიკეთონ,"- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.