07 სექტემბერი 2026,   00:25
ვრცლად
ბაჩანა შენგელია ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს

ბაჩანა შენგელია დედის სიკვდილის მიზეზების ხელახლა გამოძიებას ითხოვს. ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის შვილს მთავარ პროკურატურაში განცხადება დღეს შეაქვს. საგამოძიებო უწყებისგან ის ია კერზაიას საქმეზე შეწყვეტილი ძიების გაგრძელებას და საქმის მასალების საფუძვლიან შესწავლას სთხოვს.

შენგელია ამტკიცებს, რომ საქმეში ახალი გარემოება იკვეთება და გიორგი გახარიას დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს, რადგან შენგელიას თქმით, სწორედ ექს-პრემიერის ხელმოწერაა განკარგულებაზე, რამაც კერზაიას სიკვდილი გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, იმავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

დღის ამბები