18 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
თუ თქვენი პაროლი ამ 25-ს შორის არის, დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოთ - ექსპერტების გაფრთხილება

კიბერუსაფრთხოების თემა, დღესდღეობით, ძალიან აქტუალურია. ინტერნეტმომხმარებლების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ადამიანები რეგისტრირდებიან უამრავ საიტზე, სოციალურ ქსელებში და ქმნიან ანგარიშებს მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის. რამდენად იცავენ უსაფრთხოების ნორმებს, ეს საკითხი კითხვის ნიშნებს ბადებს. 

როგორც ჩანს, ისეთი მარტივი პაროლები, როგორიცაა "12345" და "qwerty" ისევ დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტმომხმარებლებში და შესაბამისად, ადვილად გამოსაცნობია სხვებისთვის. მსგავსი მიდგომები ჰაკერებს საქმეს უმარტივებს, რომ მარტივად გატეხონ ანგარიშები და ინფორმაცია ადვილად მოიპოვონ.

პირველ რიგში, დაუშვებელია საკუთარი სახელის, მეტსახელის, კომპანიის ან დაბადების თარიღის პაროლად გამოყენება, რადგან ამით მარტივი სამიზნე ვხდებით.

პორტალი Security Today აქვეყნებს 25 პაროლს, რომლის გამოყენებაც რეკომენდებული არ არის:

1.123456
2.123456789
3.qwerty
4.password
5.iloveyou
6.12345
7.1234567
8.11111
9.123123
10.admin
11.qwertyuiop
12.654321
13.lovely
14.55555
15.7777777
16.welcome
17.88888888
18.princess
19.dragon
20.password123
21.password1
22.(თქვენი სახელი)123
23.123qwe
24.1q2w3e4r
25.abc123

Microsoft, Apple, Google, იმ კომპანიების სიას მიეკუთვნებიან, რომლებიც გეხმარებიან სწორი პაროლის არჩევაში და იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ ჩაწერილი საიდუმლო კოდი ზედმეტად სუსტი და მარტივი მისახვედრია, თავად გარჩევინებენ უფრო რთულ ვარიანტებს.

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

 

დღის ამბები