20 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" პანდემიის შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს

პანდემიის შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საუბრობს. კვლევა ეხება COVID-19- ის შედეგად გართულებულ სამედიცინო მომსახურებას, ადამიანის უფლებების დარღვევას, დაწესებულ შეზღუდვებს, განათლების უფლების პრობლემას, სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხს.

უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ამ ვითარების გამოსწორების პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

"ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისედაც იყო რთული მდგომარეობა, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო საკმაოდ რთული, პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა როგორც სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, ასევე უფლებათა შეზღუდვის ფაქტები და გახადა კიდევ უფრო შეუქცევადი. არავინ არის დაინტერესებული, რომ მდგომარეობა შეიცვალოს. სწორედ ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია ვალდებულება იქ მაცხოვრებლებს, ჩვენს თანამოქალაქეებს გაუწიოს შესაბამისი დახმარება სხვადასხვა სერვისების მიწოდებით, თუმცა ესეც იყო შეზღუდული პანდემიიდან გამომდინარე," - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი უჩა ნანუაშვილი.

დღის ამბები