05 სექტემბერი 2026,   14:37
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ნაზი ჯანეზაშვილი პროტესტის ნიშნად გამოეთიშა

ერთი დღე მოსამართლეთა კონფერენციამდე. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ელჩები პროცესის გადადებას ითხოვენ, ის მაინც ჩატარდება.

კონფერენციაზე დაგეგმილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი წევრის არჩევა, რასაც ბევრი მოწინააღმდეგე ყავს.

მოწინააღმდეგეების მოთხოვნაა, ვიდრე სასამართლო სისტემაში ძირეული ცვლილებები არ განხორციელდება, პროცესი შეჩერდეს. რეფორმას შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა პროტესტის ნიშნად პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ შერჩევის პროცესში არ ჩაერევა.

"მივიღე გადაწყვეტილება გამოვეთიშო და არ მივიღო მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევაში.

ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დასრულდება იმით, რომ შეარჩევენ ახალ კანდიდატურებს, წარუდგენენ პარლამენტს და დაამტკიცებენ. ეს საბოლოოდ დაასამარებს ამ ქვეყანაში უზენაეს სასამართლოში დამოუკიდებელი მოსამართლეების არჩევის პერსპექტივას",- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

საკუთარი პოზიცია პროტესტთან დაკავშირებით ნაზი ჯანეზაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვრცლად დააფიქსირა.

დღის ამბები