19 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
ხელფასების მატება და შტატების გაზრდა - "ბორჯომის" პროტესტი შეთანხმებით დასრულდა

გაფიცვიდან მეცხრე დღეს "ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა. ქარხნები მუშაობას ხვალიდან დაიწყებს.

თანამშრომლებს ხელფასები 30-დან 60 პროცენტამდე ეზრდებათ. საწარმოში გაზრდიან შტატებს, რომ დასაქმებულებს აღარ მოუხდეთ ზეგანაკვეთური შრომა.

"ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. ველაპარაკეთ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ყველაფერი დააკმაყოფილა. მადლობა კომპანიასაც და ჩვენც. ყველა უბანზე გათანაბრდა ხელფასები და შემდეგ წამოვიდა 30%-იანი მატება. ყველაფერს დავაკანონებთ საბუთებით," - განაცხადა "ბორჯომის" ქარხნის თანამშრომელმა ზურაბ ბუხრიკიძემ.

"ამ დღეების განმავლობაში, დასაქმებულებთან საკმოდ ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. შედგა შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ორივე მხრიდან გარკვეული კომპრომისების გაღებას. შეთანხმება სამართლიანი და ობიექტურია,"- აცხადებს "ბორჯომის" ქარხნის ხელმძღვანელი მერაბ ახმეტელი.

დღის ამბები