იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ ახალი წევრების არჩევას სამოქალაქო სექტორი აფასებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ მომხდარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რამდენად ინარჩუნებს კლანი სისტემაში ბერკეტებს.
მოსამართლეთა კონფერენციამ ოთხი ახალი მოსამართლე - თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია და გოჩა აბუსერიძე 4 წლის ვადით აირჩია. მათ კანდიდატურას მხარი დელეგატების უმრავლესობამ დაუჭირა.
"გაჭირდება სასამართლო სისტემაში ისეთი ადამიანების შეყვანა, რომლებიც ე.წ. კლანს შეასუსტებენ და კიდევ უფრო შორს გადაიდო სასამართლოს რეალური გაჯანსაღების პროცესი. ჩვენ ვერცერთ რეფორმაზე ვერ ვისაუბრებთ, თუ არ გვეყოლება დამოუკიდებელი სასამართლო," - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორმა ნინო დოლიძემ.