"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრებს განაგრძობს. ნიკა მელია მომხრეებს ამჯერად პარტიის აჭარის ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში შეხვდა.
საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე იყო. მანამდე ნიკა მელიამ პარტ-აქტივს ზუგდიდში შეხვდა.
"როგორც იქნა მომეცა შესაძლებლობა ვიყო აჭარაში, ბათუმში, მქონდეს შესაძლებლობა ასევე შევხვდე მეგობრებს, პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, ამომრჩევლებს და რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო ვისაუბროთ. ძირითადად ეს ეხება მიმდინარე წელიწადს, წლის ბოლოს ქვეყანაში ჩასატარებელ უმნიშვნელოვანესს არჩევნებს, რომელიც არის ერთგვარი საკვალიფიკაციო ეტაპი, უნდა გახდეს, რომ ქვეყანაში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი ახალი არჩევნები," - განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.