აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს Covid-19-ის წარმოშობისა და გავრცელების წყაროების გამოძიება დაავალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საკუთარ განცხადებაში ბაიდენმა ამერიკის სადაზვერვო ჯგუფებს მოსთხოვა, გააორმაგონ ძალისხმევა და პრეზიდენტს ანგარიში 90 დღის განმავლობაში წარუდგინონ.
შეგახსენებთ, Covid-19 პირველად 2019 წლის ბოლოს ქალაქ უჰანში აღმოაჩინეს. ამ დრომდე მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 168 მილიონი შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 3,5 მილიონი სიკვდილით დასრულდა.
ხელისუფლებამ თავდაპირველად შემთხვევები უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარს დაუკავშირა, მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ვირუსი ადამიანებზე ცხოველებიდან გადავიდა. თუმცა ამერიკულ მედიაში ბოლო დროს ულტრირებდა მოსაზრება, რომ ვირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში გაჩნდა.