რკინის ბარიერები გუმათში - ერთ მხარეს არიან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები, მეორე მხარეს კი სამართალდამცველები, რომლებსაც ზურგს წყლის ჭავლის მანქანები უმაგრებს.
პროტესტის მონაწილეებს "ენკას" სამშენებლო ტექნიკისთვის ხეობის ბლოკირება სურთ. ორივე შესასვლელი გადაკეტილია, თუმცა აქციის ორგანიზატორებს ეჭვი აქვთ, რომ ტექნიკა ხეობაში მაინც მუშაობს.
ორგანიზატორებისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაგრძელდეს მოსამზადებელი სამუშაოები, თუ მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდა.
პროტესტი უკვე 200 დღეა გრძელდება.