საქართველო მსოფლიოს 61-ე ქვეყანა ხდება სადაც ინდური შტამი, იგივე "ორმაგი მუტანტი" შევიდა. ეს არის შტამი, რომელიც ამ დროისთვის ყველაზე ნაკლებად არის შესწავლილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ერთი საათის წინ დაადასტურა, რომ ინდური შტამი 5 მოგზაურს დაუდასტურდა. 3 უცხოელი უკვე წასულია, 2 საქართველოს მოქალაქე კი იზოლირებული.
B.1.617.2 შტამი ბრიტანულზე უფრო სწრაფად ვრცელდება, ის საქართველომდე დღეს ფინეთსა და ლატვიაშიც დაადასტურეს. ინდური ვარიანტის 3 ფორმა არსებობს. საგანგაშო 2 ქვეტიპია, რომელიც არსებულ ინფიცირებულთა რიცხვს დღის განმავლობაში 13% -ით ზრდის .
სპეციალისტები უკვე ჯანდაცვის სისტემის მობილიზებაზე საუბრობენ. შემსუბუქებული რეგულაციები და ვაქცინირებულთა დაბალი მაჩვენებელი, მედიკოსების აზრით, შესაძლოა ქვეყნისთვის არასახარბიელო აღმოჩნდეს. საქართვლოში ჯერჯერობით 20 ათასი ადამიანია ორჯერადად აცრილი - ერთი დოზით კი 100 ათასი პირი.
მსოფლიოში მეცნიერებს იმედს ვირუსის საწინააღმდეგო ახალი მედიკამენტი უჩენთ, რომელიც ეფექტურია ინდური, ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და ვირუსის ბრაზილიური ვარიანტების წინააღმდეგაც. "სოტროვიმაბი" ასე ჰქვია პრეპარატს, რომლიც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დაამტკიცა. მედიკამენტის მხოლოდ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობის დროს გამოიყენება. საქართველოში ამბობენ, რომ პრეპარატის ეფექტურობის შესახებ დეტალებს უკვე ეცნობიან. ვიდრე ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი საქართველომდეც მოვა, მანამდე სპეციალისტები პრევენციის მიზნით ისევ პირბადის გამოყენებაზე და სოციალური პასუხიმგებლობის გაზიარებაზე ამახვილებენ ყურადღებას.