რიონის ხეობის დამცველთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ აქციაზე მათი 2 აქტივისტი დააკავეს. ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქტივისტების დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა.
"დააკავეს მიწოლის პროცესში, ჩვენ არ ვცდილობთ რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ მეორე მხარეზე გადასვლას მშვიდობიან ფორმებში.
ამ ბარიკადის და სისხლის სამართლის საქმისა აღძვრისა არ იყოს... ეს ადამიანები მოყვნენ ჭყლეტვაში, ბოლო რიგებში იყვნენ და წაიყვანეს. არავის ეგონოს რომ ეს არის ჩვენი მხრიდან პროვოცირება, ყოველ დღე იქნება ეს პროცესი," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. მისი თქმით, პროცესი ყოველდღე გაგრძელდება მანამდე ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
რამ გამოიწვია დაპირისპირება გუმათში, ამაზე ვარლამ გოლეთიანმა განმარტა, რომ აქციის მონაწილეებმა ნახეს ცარიელი ტერიტორია, სადაც გადაადგილება შეეძლოთ, რისი უფლებაც კონსტიტუციურად მათ ჰქონდათ. როდესაც ტერიტორიაზე მივიდნენ და საკუთარ სახლებში დაბრუნება სცადეს, რის შემდეგაც დაპირისპირება დაიწყო, რადგან პოლიციამ მათ გადაადგილების საშუალება არ მისცა.
აღსანიშნავია, რომ დაპირისპირებაში სასულიერო პირებიც მონაწილეობენ, რომლებიც, სავარაუდოდ, ცაგერის ეპარქიაში მოღვაწეობენ.
აქტივისტების ნაწილი კვლავ ცდილობს ჯებირებს მიღმა გადავიდეს, ნაწილი კი, რკინის ჯებირეზე ბრახუნით ცდილობს ხმაური გამოიწვის. ასევე, საპოლიციო ძალი წინ, აქციის მონაწილეებმა ჯებირები გააკეთეს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გეგმა აქვთ შეკრებილებს.