საქართველოში კორონავირუსის 1056 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 341 894 შეადგინა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1071 კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდებობა 324 426-ია.
კორონავირუსისგან კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4727-ია.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევების რაოდენობა - 38 926-ია, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -26 713, PCR ტესტით - 12 208.
დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 2.71%, ბოლო 14 დღის - 3.68%, ბოლო 7 დღის - 3.225%.
სულ აცრილია - 130 037, დღიურად აცრილია - 4445 ადამიანი.