"ციფრული დღეები საქართველოში" - ტურისტების მოსაზიდად მსოფლიოს პოპულარული ბლოგერები და ინფლუენსერები მილიონობით მომხმარებელს მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს გააცნობენ. პროექტის მიზანი ტურისტული ცნობადობის გაზრდაა როგორც აშშ-ში, ასევე ევროპისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
ინფლუენსერები საქართველოში 4 ივნისის ჩათვლით დარჩებიან. მათ მიერ შექმნილი მედიაპროექტი კი, სოციალურ ქსელებთან ერთად "სტელერის" ვებგვერდზე განთავსდება, რომელსაც 100 მილიონამდე მნახველი ჰყავს.
პროექტ "ციფრული დღეები საქართველოს" ფარგლებში ინფლუენსერები სხვადასხვა ტურისტულ რეგიონს ეწვევიან.