20 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა - თბილისის ღია სივრცეებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა - მზიურის პარკში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტები, თოჯინების თეატრის წარმოდგენები. აგრეთვე საბავშვო ლიტერატურისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ღონისძიებები განხორციელდება მხოლოდ ღია სივრცეში. აქტივობები რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურ რეჟიმში 16-დან 20 საათამდე პერიოდშია გაწერილი.

დედაქალაქში დაგეგმილი ღონისძიებები თბილისის მერიის ორგანიზებით იმართება.

დღის ამბები