"რუსთავი 2" ახალ სეზონს ახალი გადაცემებით იწყებს. ვიხილავთ ძველი გადაცემების დაბრუნებასაც, რომელთა შორისა გადაცემები "P.S", "ექიმები" და "ნიჭიერი".
"პოტსკრიპტუმის" წამყვანი გურამ როგავა იქნება, ხოლო ამ ტრადიციის შემქმნელები, დავით კიკალიშვილი და დავით ნიკურაძე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩაერთვებიან.
CBS-ის ლიცენზირებული ტელეპროექტი "ექიმები" "რუსთავი2"-ზე ქვეყნის მთავარი ექიმებით ბრუნდება - გადაცემას ლევან რატიანი, ლევან ქარაზანაშვილი და რეზო ომიაძე წაიყვანენ.
ამასთან, სულ მალე, "რუსთავი 2"-ზე საერთაშორისო მეგა პროექტი და ყველა დროის ყველაზე რეიტინგული მეგა შოუ - "ნიჭიერი" დაბრუნდება.