27 აპრილი 2024,   17:23
ვრცლად
ოპტიკური ილუზია - ორანგუტანის ფოტო რომელმაც ყველა თავდაყირა დააყენა 

ფოტო, რომელიც კანადელმა ფოტოგრაფმა, თომას ვიჯაიანმა გადაიღო, მსოფლიო კონკურსზე გაიმარჯვა, სადაც 8000 კონკურენტი ჰყავდა. ფოტომ ავტორს ფულადი ჯილდო - 1500 ფუნტი სტერლინგი მოაგებინა.

სურათი ოპტიკური ილუზიის შემცველია, რომელიც მნახველს მაღალ ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებს და ამავდროულად თავგზას ურევს.

"თომასის ფოტო ნამდვილი შედევრია. უნიკალური და უეცარი კადრი ყურადღებას ყველა დეტალზე გვამახვილებინებს, ფოტო საოცარი კუთხითაა გადაღებული, კომპოზიცია კი სურათს მეტად მიმზიდველს ხდის," - განაცხადა ვილ ნიკოლმა, რომელიც NATURE TTL-ის შემქმნელია, კონკურსის, სადაც ფოტოგრაფები მსოფლიოს ყველა კუთხიდან იღებენ მონაწილეობას.

კანადელმა ფოტოგრაფმა მისტერ ვაჯაიანმა ფოტო ბორნეოში, კალიმანტანში გადაიღო. მან აირჩია კუნძულზე მდებარე ტყეში ერთ-ერთი წყალში მდგარი ხე და ელოდებოდა იდეალური კადრის დაჭერას, რომელიც "თავდაყირას" ეფექტს შექმნიდა.

საბოლოოდ კი ორანგუტანის ფირზე აღბეჭდვა მოახერხა.
"ეს სურათი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან, როგორც მოგეხსენებათ ორანგუტანების პოპულაცია დღითიდღე მცირდება და გადაშენების პირასაა," - თქვა კონკურსის გამარჯვებულმა.

მან ასევე ისაუბრა იმ კლიმატის გლობალურ პრობლემებზე, რომელიც დიდი საფრთხისშემცველია.

"1000 წლოვანი ხეები, რომლებიც ჩვენს უმთავრეს მემკვიდრეობას წარმოადგენენ ყოველდღიურად იჭრებიან პალმის ზეთისთვის,"- ამბობს ფოტოგრაფი. 

ვაჯაიანის ფოტომ პირველი ადგილი დაიკავა ცხოველელთა ფოტო-კონკურსშიც.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები