28 აპრილი 2024,   16:43
ვრცლად
NASA კოსმოსში 128 პატარა რვაფეხას უშვებს

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 100-ზე მეტი პატარა რვაფეხა და 5000 სხვა მიკროორგანიზმი გაიგზავნებიან.

პატარა არსებები ISS-ის ბორდზე SpaceX-ის რაკეტით, Falcon 9-ით იმოგზაურებენ.
ექსპერიმენტის მთავარი მიზანია იმის გარკვევა, თუ როგორ იმოქმედებს კოსმოსური მგზავრობა ამ ორგანიზმებზე. ამ ყველაფრის ხილვა კი Nasa-ს ლაივის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

მთავარი დაკვირვების ობიექტს მაინც 128 პატარა რვაფეხები წარმოადგენენ. მეცნიერებს დიდი იმედი აქვთ, რომ მათზე ჩატარებული ამ ექსპერიმენტით უკეთ შეისწავლიან კოსმოსის ეფექტს ამ გასაოცარ არსებებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ რვაფეხების და ადამიანის იმუნური სისტემა თითქმის იდენტურია.

Nasa ამბობს, რომ ექსპერიმენტით დადგინდება, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ადამიანის ორგანიზმზე ხანგძლივმა კოსმოსურმა მოგზაურობამ.

ექსპერიმენტულ მოგზაურობას ასევე უერთდება 5000 ტარდიგრადი, რომლებიც წყლის დათვების სახელით არიან ცნობილნი. ეს არსებები საოცარი ადაპტაციის უნარით გამოირჩევიან, მათი კოსმოსში გაგზავნა კი დიდი ინფორმაციის მომცემი იქნება.

"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ასევე, დავადგინოთ, თუ როგორ მოახერხებენ მიკრო წყლის დათვები კოსმოსში ადაპტირებას და გადარჩენას. კვლევის საფუძველზე კი ჩვენ შევისწავლით მათ ხრიკებს, რის გამოყენებასაც მომავალში შევძლებთ" - განაცხადა თომას ბუთბიმ, ექსპერიმენტის ერთ-ერთმა მთავარმა ხელმძღვანელმა.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები