04 მაისი 2024,   21:20
ვრცლად
ლგბტ დროშიანი იახტის ეკიპაჟმა წყალში აღმოჩენილი ჰომოფობები გადაარჩინა

აშშ-ის ქალაქ მოზეს ლეიქში, ტბაზე გადაღებულმა ვიდეომ სხვადასხვა სოციალურ ქსელში მილიონობით ნახვა დააგროვა. ვიდეო ტბაზე მომხდარ შემთხვევას ასახავს.

კადრებში ჯერ ჩანს ნავი, რომლის ერთ-ერთი მგზავრი ქალიც ლგბტ დროშიანი იახტის მგზავრებს, შეურაცხმყოფელ ჟესტს აჩვენებს, რამდენიმე წუთში კი მის ნავს ცეცხლი უჩნდება.  მგზავრები იძულებულები ხდებიან, ნავიდან წყალში გადახტნენ და დასახმარებლად სწორედ ლგბტ დროშიან იახტას მიმართონ.

იახტის მგზავრები მათ ბორტზე ასვლაში დაეხმარნენ და ნაპირზე გაიყვანეს. მოგვიანებით გამოჩნდნენ მაშველებიც, რომლებმაც ნავზე ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა ის თითქმის ბოლომდე იყო დამწვარი.

დღის ამბები