19 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ცოლად მოყვანის მიზნით, სოფელ ნახიდურიდან გატაცებული არასრულწლოვანი იპოვეს

სამართალდამცველებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურიდან გატაცებული არასრულწლოვანი იპოვეს.

მოზარდს თელავის პოლიციის თანამშრომლებმა ცოტახნის წინ მიაკვლიეს. ინფორამციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

15 წლის აისევ კარაიევა თავს კარგად გრძნობს. როგორც "კურიერმა" გაარკვია, ის პოლიცის განყოფილებაში იმყოფება. 

შემთხვევა რამდენი დღის წინ, ბოლნისი მუნიციპალიტეტში მოხდა, არასრულწლოვანი 20 წლის ბიჭმა იმ დროც გაიტაცა, როცა ის სკოლაში მიდიოდა. მოგვიანებით ოჯახმა გაარკვია, რომ მათი შვილი ცოლად მოყვანის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალში მცხოვრებმა ბიჭმა მოიტაცა, რის შემდეგაც პოლიციას მიმართეს. 

მომხდარზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლითაა დაწყებული.

დღის ამბები