რიონის ხეობასთან დამაკავშირებელ ერთ-ერთ გზაზე წუხელ ხმაური იყო. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, ჰესის მშენებელი კომპანია სამშენებლო მასალების შეტანას გეგმავდა.
ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, კომპანიამ ხეობაში შესასვლელი ალტერნატიული გზა აღმოაჩინა, სადაც მოხდა დაპირისპირება. ამ დროისთვის აქტივისტები აღნიშნულ სოფელში კარავს შლიან.
საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ დღეს დილით ხეობის მიმართულებით დიდი რაოდენობით პოლიციელები გადაადგილდნენ.