ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი დღეს იხსნება. დასი მაკბეტს აჩვენებს, რომლის რეჟისორიც დავით დოიაშვილია.
თეატრის ერთ-ერთ სივრცეში გამოფენილა ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევრები. თეატრის რეაბილიტაციისთვის 15 მლნ ლარი დაიხარჯა.
რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო და შენობა სრულად გარემონტდა, დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, დარბაზი ევროპული სტანდარტის შესაბამისი განათებისა და გახმოვანების სისტემით და მოძრავი სცენით აღიჭურვა, შენობაში მოეწყო სამუზეუმო და საგამოფენო სივრცეები, კაფე და ა.შ. შედეგად თეატრალურ სივრცეს შეემატა მაყურებლისთვის მიმზიდველი და საინტერესო, ევროპული სტანდარტების შესაბამისი. კულტურის მულტიფუნქციური ცენტრი.