04 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
კულინარიული ტურიზმის განვითარების მიზნით, ეკონომიკის სამინისტრომ გასტროტური კახეთში ჩაატარა

კულინარიული ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასტროტურებს აგრძელებს.

პროექტის ფარგლებში, გასტროტური კახეთში გაიმართა. ტურში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ტურის ფარგლებში შეფმზარეულები მასპინძლებს კერძების მომზადებაში დაეხმარნენ და გაეცნენ ადგილობრივ რეცეპტებს. ტურის მონაწილეები ხაშმს, კარდენახს, სიღნაღს, ტიბაანს და ველისციხეს ესტუმრნენ.

პროექტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასტრონომიის ასოციაციასთან და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციასთან ერთად რეგიონებში მართავს.
პ​როექტის მიზანია საქართველოს რეგიონული სამზარეულოების გასტრონომიული მარშრუტების შექმნა და პოპულარიზაცია, შიდა ტურიზმის სტიმულირება და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.

დღის ამბები