რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე ქუთაისში 1936 წელს დაიბადა.
ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის „მიმინო“, „არ იდარდო“,„შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამნი გზაზე“ და სხვა. 1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დაარსა.
რეზო გაბრიაძე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.