17 მაისი 2024,   14:00
ვრცლად
"სიმულაციური ველები" პლატფორმა - "მდგომარეობებს შორის"- როგორ ახდენს ვიდეო თამაშები კულტურის კონტექსტში ადაპტირებას

"სიმულაციური ველები" პლატფორმა - "მდგომარეობებს შორის" მეოთხე გამოფენაა, რომელსაც თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი მასპინძლობს. გამოფენა ვიდეოთამაშის ციფრული და ვიზუალური კულტურის ქართულ კონტექსტში განვითარების პროცესებს ასახავს და ერთიანი სახით წარადგენს ახალ სახელოვნებო იმპულსებს.

გამოფენა, რომელიც ხვალ თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში გაიხსნება, 9 ივლისამდე გასტანს. პროექტი, ექსპოზიციის გარდა, შეხვედრების სერიასაც მოიცავს, როგორც ექსპოზიციის არსებით ნაწილს.

დღის ამბები