31 აგვისტო 2026,   08:02
ვრცლად
მეორე დღეა ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს უშედეგოდ ეძებენ

ძებნის მეორე დღე - ფოთში ამ დრომდე ვერ ხერხდება 26 წლის მამაკაცის პოვნა ზღვაში. მაშველები მალთაყვის სანაპიროდან გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ის ნაპირთან ახლოს, წელამდე წყალში იდგა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა. სამძებრო სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართულია სპეციალური ტექნიკაც, თუმცა ამ ეტაპზე უშედეგოდ.

 

დღის ამბები