სამოქალაქო სექტორი ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემაზე საუბრობს.
ნინოწმინდის პანსიონატში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ პირველ ეტაპზე სახელმწიფომ პრობლემა უნდა აღიაროს და მის მოსაგვარებლად დეტალურად გაწერილი გეგმა ჰქონდეს.
მესამე სექტორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლების ნაცვლად პრიორიტეტი ქვეყანაში მცირე ტიპის დაწესებულებებს მიენიჭოს.
"აუცილებელია ხელისუფლებას ჰქონდეს ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ასევე ერთის მხრივ მონიტორინგის განხორციელება, აუცილებელია სახალხო დამცველისთვის ხელის შეშლა შეჩერდეს. აუცილებელია იმ სისტემური პრობლემების აღიარება, რომელიც ამ სფეროში არსებობს. ჩვენ დავინახეთ, რომ ბავშვზე ზრუნვის სფეროში არის ძალიან სერიოზული პრობლემები, კრიზისი ვერ მოგვარდება ისე, თუ სახელმწიფოს არ ექნა სრულყოფილი პოლიტიკა ჩამოყალიბებული, რომ საბოლოოდ ასეთი დიდი ზომის ბავშვთა ასეთი დიდი ზომის ბავშვთა სახლები ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს," - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი უჩა ნანუაშვილი.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე მიიჩნევს, რომ დარჩენილი ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან დროულად უნდა მოხდეს.
"გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო იმიტომ, რომ ეს არის სეკულარული სახელმწიფო და კანონმდებლობა უნდა ვრცელდებოდეს ყველგან," - განაცხადა მან.