06 მაისი 2024,   21:47
ვრცლად
თინეიჯერმა გვამის გაქრობა ცნობილი სერიალის სცენარის მიხედვით სცადა - "მძიმე დანაშაულის" შედეგი ბრიტანეთში

მოზარდმა მკვლელმა ცნობილი ამერიკული სერიალის, "მძიმე დანაშაულის" კოპირება სცადა. მან ჯერ ადამიანი მოკლა, შემდეგ კი მისი სხეულის გაქრობა ამავე სერიალში გამოყენებული ერთ-ერთი მეთოდით, მჟავით სცადა.

ჯორჯ ნაითმა სასამართლოს უთხრა, რომ გვამის გაქრობის ეს მეთოდი აირჩია სერიალიდან გამომდინარე, რომელმაც შთააგონა დამნაშავე. მკვლელობა ბიჭის მამის ხანჯლით მოხდა. 16 სანტიმეტრიანი ბასრი საგანი დამნაშავემ სტეფენ ჩაპმენს თავის არეში ძლიერად ჩაარტყა.

19 წლის ბიჭმა გვამი მეზობლის ნაგვის ყუთში მოათავსა, სადაც ექვსი ბოთლი მაღალი კონცენტრაციის მჟავა ჩაასხა.

Нет описания.

გაირკვა, რომ  ბიჭი სერიალიდან სხვა საზიანო და საფრთხის შემცველ, კანონსაწინააღმდეგო სცენარების გამეორებასაც ცდილობდა. მან ნარკოტიკის დამზადებაც სცადა. ის ასევე  სერიალის მთავარი გმირის სახელს, ვოლტერ ვაითსს, სხვადასხვა ონლაინპლატფორმაზე იყენებდა.

მკვლელობა გასული წლის 23 ოქტომბერს მოხდა, სასამართლო ჩადენილ დანაშაულს ამ დრომდე განიხილავს. გვამს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა მოზარდის სახლში შეჭრის შემდეგ მიაგნეს, რა დროსაც დამნაშავე მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა.

ამ ეტაპზე გამართულ რამდენიმე სასამართლოზე ნაითმა მოსამართლეს განუცხადა, რომ მოკლული მისი ნარკოდილერი იყო, რომლისგანაც ბოლოს 2500 ფუნტი სტერლინგის ღირებულების კოკაინი შეიძინა. ასევე დაამატა, რომ მკვლელობა თავდაცვის მიზნით მოხდა, რადგან თვლიდა, რომ ჩაპმენისგან მის ოჯახს დიდი საფრთხე ემუქრებოდა.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები