12 მაისი 2024,   13:31
ვრცლად
საბავშვო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია დღეს იწყება - სად და როგორ უნდა დაარეგისტრიროთ ბავშვი

11 ივნისს 10:00 საათიდან თბილისის საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაცია წარიმართება სააგენტოს ვებგვერდზე: www.kids.org.ge

პირველ ეტაპზე რეგისტრაციას შეძლებენ კონკრეტული სტატუსის მქონე ბენეფიციარები. ეს კატეგორიებია:

1) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;

2) სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა, რეგისტრირებული თბილისის მუნიციპალიტეტში);

3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები;

4) დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი);

5) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები.

6) მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი)

7) სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობი მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, ასევე რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).

ამასთან, სამხედრო მოსამსახურეების შვილები და გსმ სტატუსის მქონე ბენეფიციარები არ გაივლიან რეგისტრაციას ვებგვერდზე. ამ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტით მისამართზე:  [email protected]

სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციის გადამოწმება ბავშვის პირადი ნომრით შეგიძლიათ იმავე გვერდზე, სადაც შეავსეთ მონაცემები, .

სააგენტო მშობლებს აფრთხილებს,  რომ რეგისტრაციას ვერ გაივლის ბავშვი, თუ ის უკვე ჩარიცხულია თბილისის რომელიმე სხვა საჯარო ბაღში. ბაღის შეცვლისათვის, მშობელმა ამჟამინდელი რეგისტრაციის ბაღს  რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით უნდა მიმართოს და მხოლოდ შემდეგ გაიაროს რეგისტრაცია სასურველ ბაღში.

მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 18 ივნისს, 10:00 საათიდან. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. ამასთან, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2021 წლის 15 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის.

რეგისტრაცია გაგრძელდება ადგილების შევსებამდე. ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ 21 ივნისიდან ამავე ბაღში წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე.

დღის ამბები