ინციდენტი ევრო 2020-ის ჩემპიონატზე - ევროპის ჩემპიონატზე, B ჯგუფის პირველი ტურში დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრის მიწურულს დანიის ნაკრების კაპიტანი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და მინდორზე უგონოდ დაეცა. მას, სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა.
ფეხბურთელს მაშინვე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ, საბოლოოდ ექიმებმა ერიკსენი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
შემთხვევა მატჩის დაწყებიდან მე-40 წუთზე მოხდა. დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენია, რომელიც 28 წლის არის.
შეხვედრა ამ დროისთვის შეჩერებულია. უმძიმეს კადრებს მსოფლიოს მილიონობით მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს.