05 მაისი 2024,   05:47
ვრცლად
ტოპ 5 მისტიკური არსება, რომელიც ყინულში იპოვეს

დიდი გამყინვარების კვალი დედამიწის ზოგიერთ რეგიონში ისევ მრავლად შეინიშნება. გასული ათასწლეულების მიუხედავად, მეცნიერები  პრეისტორიული ხანის გაყინულ გადმონაშთებს ისევ პოულობენ.

მამონტის ტვინები - ერთ-ერთი ყველაზე უცნაური რამ, რაც მეცნიერებს ყინულში აღმოუჩენიათ, ეს მამონტის ტვინია. როგორც ჩანს, მამონტები 39 000 წლის წინ წამიერად გაიყინენ. ამ წლებმა მათი სხეულების მუმიფიცირება გამოიწვია და მეცნიერებს საშუალება მიეცათ, ხელუხლებელ მდგომარეობაში გამოეკვლიათ მამონტთა სხეულები. მამონტების ტვინები 2010 წელს რუსეთში აღმოაჩინეს. ეს მამონტების ერთადერთი სახეობაა, რომელიც ამ ეტაპზეა აღმოჩენილი და კარგად გამოკვლეული. კვლევებით დადგინდა, რომ აღმოჩენილი არსება 6-9 წლის მამონტი იყო. როგორც ჩანს, ის წამიერად მოკვდა და გაიყინა.

 ÐÐµÑ‚ описания.

გაყინული მუმიფიცირებული ადამიანი - ნაპოვნი იქნა ავსტრიის მიმდებარე ტერიტორიაზე. იგი 5300 წელს ითვლის და ევროპაში ნაპოვნ უძველეს მუმიფიცირებულ ნიმუშად ითვლება. ამ ამბის შესახებ გასაოცარი ფაქტი ისაა, რომ მუმიის სხეულზე 61 ტატუ აღმოაჩინეს, რაც ძველ სამყაროში ტატუს მაღალგანვითარებულ კულტურაზე მიანიშნებს. ტატუების აღმოჩენისას თავიდან მეცნიერებს დაებადათ აზრი, რომ ეს კულტურული ან სპირიტუალური მნიშვნელობის მატარებელი იყო, მაგრამ ათასწლოვანი გვამის კარგად გამოკვლევის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ უძველესი ავსტრიელი მრავალი დაავადებისგან იტანჯებოდა, სწორედ ამ დაავადებებს ასახავდა ეს ტატუები.

Нет описания.

ლულია ლოკოს ბავშვები - ეს ამბავი საკმაოდ საინტერესო და ამავედროულად, შემზარავია. 1999 წელს აღმოაჩინეს რამდენიმე ასწლეულის სამი მუმია. ერთი მოზარდი გოგონა და ორი ბავშვი ინკების რიტუალთა ნაწილი იყო. ისინი მსხვერპლშეწირვის მთავარი ობიექტები იყვნენ. მათი სხეულები საკმაოდ კარგად არის შემონახული - კვლევების მიხედვით, აღმოჩენილი მუმიები 1500-იან წლებს ეკუთვნის.

Нет описания.

ციმბირელი გაყინული ქალთევზა - ამ სახელითაა ცნობილი ქალის მუმია, რომელიც რუსეთში, კონკრეტულად კი ციმბირის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. მუმია ძვ. წ. მეხუთე საუკუნით თარიღდება. მისი პოვნა კი მხოლოდ 1993 წელს შეძლეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სხეულზე მკვლევრებმა რამდენიმე ტატუს პოვნაც შეძლეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ გარდაცვლილი, სავარაუდოდ, პრინცესა იყო, რომლის ხელებზეც სხვადასხვა მითოლოგიური არსება იყო გამოსახული.

Нет описания.

გაყინული ტბა ანტარქტიდაზე - ექსპედიციები ამ მისტიკურ კონტინენტზე დღემდე მიმდინარეობს. მეცნიერებს ჯერ კიდევ არ აქვთ ბოლომდე გამოკვლეული ეს ტერიტორია. 2012 წელს ორი მილის გათხრის შემდეგ მკვლევრებმა აღმოაჩინეს. საინტერესო ისაა, რომ ტბაში სიცოცხლე ისევ იყო. ტბა სავსე იყო ამოუცნობი ბაქტერიებით, რომლის მსგავსიც ჯერ სამყაროში არ აღმოუჩენიათ.

Нет описания.

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები