19 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
მეცოსოპრანო, ნატალია ქუთათელაძე BBC-ის კარდიფის სასიმღერო კონკურსში ფინალისტია

მეცოსოპრანო, ნატალია ქუთათელაძე BBC-ის კარდიფის სასიმღერო კონკურსში ფინალისტია. კონკურსი, რომელიც საოპერო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია, 1983 წლიდან იმართება და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. კონკურსი მსოფლიოს მასშტაბით ოპერის ნიჭიერ და გამორჩეულ  მომღერლებს აერთიანებს. წელს კონკურსში 15 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის ავსტრია, ჩინეთი, ინგლისი, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, აშშ, საქართველო.

"ცოტა შოკში ვარ, მაგრამ, ამასთანავე მადლიერი. აქ მყოფი თითოეული ადამიანით ვამაყობ, მათ საოცრად დიდი საქმე შეასრულეს. მადლობა იმ გარემოთი, რომელსაც ეს კონკურსი ქმნის. აუდიტორიისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, რისთვისაც დიდი მადლობა. მადლობა ჩემს საოცარ კოლეგებს," - ამბობს მეცოსოპრანო ნატალია ქუთათელაძე.

ფინალი 12-19 ივნისს გაიმართება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა. კოვიდრეგულაციების გათვალისწიებით მას არ ეყოლება აუდიტორია. ფინალში BBC cardiff-ი დაასახელებს მსოფლიო მომღერალს, რომელსაც ოცი ათასი ფუნტი სტერლინგი გადაეცემა.

დღის ამბები