აჭარის რეგიონში დღეს ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბათუმში არაერთი საინტერესო გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი.
საზეიმო გახსნა დღის 12 საათზე ზღვის სანაპიროზე, კოლონადებთან ფრანების შოუთი დაიწყება.
12-დან 19:00 საათამდე საზაფხულო თეატრთან პუბლიკის გართობაზე ბენდი, DJ, საბალეტო დასი და პანტომიმის თეატრი იზრუნებენ.
ოფიციალური გახსნის ცერემონია ანბანის კოშკთან 19:00 საათზე დაიწყება. ღამის ათ საათზე კი მთელი დღის გასართობ შოუებს ბულვარში, კოლონადებთან გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.