19 აპრილი 2024,   19:17
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში ადგილობრივმა ორი რუსი ტურისტი დაჭრა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში ადგილობრივმა ორი რუსი ტურისტი დაჭრა. apsny.press-ის ინფორმაციით, გუდაუთაში მცხოვრებმა დიმიტრი ფილიამ, ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის შედეგ, რუსეთის ორ მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა.

ერთ-ერთი მათგანი სამჯერ დაჭრა, მეორეს კი 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. დაჭრილი ტურისტები ოკუპირებული გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ასხლეტილი ტყვიით კი ასევე დაიჭრა თავად ფილიაც, რომელიც წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არაერთხელ არის ნასამართლევი.  

დღის ამბები