23 დეკემბერი 2024,   20:09
ვრცლად
ლევან ვასაძე ხელისუფლებას "პრაიდის" ღონისძიებების აკრძალვას სთხოვს და 10 დღიან ვადას აძლევს
"ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელი ლევან ვასაძე ნინოწმმინდის პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, ის თვლის, რომ ადგილზე პრობლემები არ არსებობს და ეს ყველაფერი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა.
 
"პირველ რიგში "ქართულ ოცნებას" მივმართავ, რომ საეკლესიო დღესასწაულებზე ორ მეტრიანი სანთლებით დგომა და პატრიარქთან შეხვედრებზე ძახილი, რომ ეკლესია უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია ჩვენი ქვეყნისთვის, არ არის საკმარისი. როდესაც ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტზე ხორციელდება უაპელაციო მტკიცებულებებს მოკლებული პირდაპირი შეტევა, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ქართული ეკლესია,"- აცხადებს ლევან ვასაძე.
 
ვასაძე ასევე "პრაიდის" კვირეულსაც ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, აღკვეთოს დაგეგმილი ღონისძიებები.
 
"დღეს არის 15 ივნისი, ვაძლევთ ხელისუფლებას 10 დღიან ვადას, გააუქმოს 25 ივნისამდე დაგეგმილი ე.წ. დაანონსებული პრაიდი, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციის და დაპირისპირების პროცესების განვითარებას, რათა ყოველ წელს არ გვიწევდეს სირბილი ამ სისულეებზე. მიიღონ კანონი, რომელიც აკრძალავს გარყვნილების პროპაგანდას ქვეყანაში,"- განაცხადა ლევან ვასაძემ.
დღის ამბები