20 აპრილი 2024,   13:31
ვრცლად
ვინ არის პირი, რომელმაც მუხრნაში მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - "კურიერმა" სავარაუდო დამნაშავის ვინაობა გაარკვია

ვინ არის პირი, რომელმაც მუხრნაში შუახნის მამაკაცი დავით ჩუგუაშვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - "კურიერმა" სავარაუდო დამნაშავის ვინაობა გაარკვია. ის ბექა იორამაშვილია.

ცნობისთვის, 5 დღის წინ, სოფელ მუხრანში, მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას შუახნის მამაკაცი დავით ჩუგუაშვილი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც ის გუშინ, კლინიკაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცის სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია, ის 30 წლამდე მამაკაცია, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

ამასთან, მამის გარდაცვალების გამო, დავით ჩუგუაშვილის შვილმა, 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცმა დღეს თავი მოიკლა. 

 

დღის ამბები