07 სექტემბერი 2026,   03:37
ვრცლად
ყველა სერვისი სწრაფად, ხარისხიანად და ერთი ფანჯრის პრინციპით - ჯანდაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა

ჯანდაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა. ამიერიდან მოქალაქეებს ყველა სერვისის მიღება სწრაფად და ხარისხიანად ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით შეეძლებათ. ცენტრი ადაპტირებულია შშმ პირებისათვის. საგანგებოდ გადამზადდნენ ცენტრის თანამშრომლები. იზრდება სამუშაო საათებიც და ცენტრი კვირის დღეებში 09:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს. განახლებული, თანამედროვე სტანდარტების ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა.

"2 წლის წინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩვენ შეგვესწავლა ჩვენი მოქალაქეების ყველა საჭიროება და ამ საჭიროებებზე ადაპტირებული მოქალაქეების მისაღები გაგვეკეთებინა სამინისტროში. სწორედ ამ მისაღების ბაზაზე ჩვენი მოქალაქეები ორშაბათიდან უკვე მიიღებენ ყველა იმ საჭირო მომსახურებას, რაც მათ ჩვენი სფეროს მიმართულებით ესაჭიროება, იქნება ეს ჯანმრთელობის, სოციალური, რეგულირების სფერო და ერთი ფანჯრის პრინციპი იქნება დაცული," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები