26 სექტემბერი 2021,   01:20
ვრცლად
კრისტიან ერიქსენს გულზე ოპერაციას გაუკეთებენ

დანიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, დანიის ნაკრების ფეხბურთელ კრისტიან ერიქსენს, რომელსაც ევრო 2020-ზე ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა, კარდიოვერტერ დეფიბრილატორს ჩაუდგამენ.

კარდიოვერტერ დეფიბრილატორი უეცარი კარდიული სიკვდილისგან დაცვის ეფექტური საშუალებაა.

დანიის ფეხბურთის ფედერაციისვე ცნობით, ფეხბურთელმა ადგილობრივ და საერთაშორისო სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ ოპერაციაზე თანხმობა განაცხადა.

"ევრო 2020"-ზე B ჯგუფში პირველი ტურის საწყის მატჩში, დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრისას, პირველი ტაიმის მიწურულს კრისტიან ერიქსენს გულის შეტევა დაემართად და მოედნის გაზონზე უგონოდ დაეცა. ფეხბურთელი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

დღის ამბები