05 სექტემბერი 2026,   14:37
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4 მილიონს აჭარბებს, ინფიცირებულია 178 მილიონზე მეტი ადამიანი

178 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში, გარდაცვლილთა რიცხვი კი 4 მილიონს აჭარბებს. ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები მატულობს ინგლისში.

რთული ეპიდვითარებაა პორტუგალიაშიც, სადაც დღეიდან ლისაბონში შესვლა და ქალაქის დატოვება შეიზღუდება.

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ვაქცინირებული პირებისთვის კი საზღვრებს გახსნის გერმანია. მოგზაურები ქვეყანაში შესვლამდე 14 დღით ადრე "ევროპის წამლის სააგენტოს" მიერ აღიარებული ვაქცინით უნდა იყვნენ აცრილი.

ავსტრიის ხელისუფლებამ კი, მომდევნო თვიდან ღამის კლუბების გახსნა დააანონსა.

დღის ამბები