ლაგოდეხში ფერმერებმა აქცია გამართეს. საზამთროს და ნესვით დატვირთული ათობით მანქანა ლაგოდეხი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე გამოიყვანეს და გზა გადაკეტეს.
ფერმერების თქმით, მოსავლის რეალიზების პრობლემა მას შემდეგ დადგა, რაც სხვა ქვეყნიდან დიდი რაოდენობით საზამთროს და ნესვის იმპორტი განხორციელდა და მოსავალს ვეღარ ყიდიან.
მოვაჭრეების განმარტებით, ტონობით საზამთრო მოიყვანეს, კილო საზამთროს გასაყიდი ფასი 50 თეთრზე ნაკლებია, თუმცა პროდუქციას აღარავინ ყიდულობს და ლპება. ისინი ხელისუფლებისგან საზამთროს და ნესვის იმპორტის შეჩერებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს ხელისუფლებიდან ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია.