19 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
თბილისში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანს სამედიცინო მომსახურებაზე უარი რამდენჯერმე უთხრეს

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე უსახლკარო ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს, სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა არაერთხელ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა რამდენიმე ბრიგადამ მის გადაყვანაზე უარი განაცხადა.

მკურნალობაზე უარი თქვეს გარკვეულ კლინიკებშიც. კიდევ ერთი მცდელობა ვაკის მცხოვრებლებს დღეს ჰქონდათ და სასწრაფომ ქუჩაში დარჩენილი მამაკაცი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

"კურიერის" ჯგუფის არაერთი მცდელობის მიუხედავად, დღესაც უპასუხოდ დარჩა შეკითხვა - დატოვებენ თუ არა სტაციონარში უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანს.

დღის ამბები