17 ნოემბერი 2024,   03:56
ვრცლად
არასამთავრობო სექტორი 2013-2021 წლებში განხორციელებულ სასამართლო რეფორმებს ფორმალურად მიიჩნევს

2013-2021 წლებში განხორციელებულ სასამართლო რეფორმებს ფორმალურად მიიჩნევს არასამთავრობო სექტორი. მათი შეფასებით, ინსტიტუციური მოდერნიზაცია მოჩვენებითია და რეალური ცვლილების ნაცვლად, პოზიტიური გარდაქმნის იმიტაციას ქმნის.

მესამე სექტორში კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას კლანურ მმართველობაზე და ამბობენ, რომ ეს სისტემაში გატარებულმა არასწორმა რეფორმებმა გამოიწვია.

"სასამართლო რეფორმის ტალღები საბოლოო ჯამში გვაფიქრებინებს იმას, რომ აქცენტი არასწორად დაისვა. ძალისხმევა პარლამენტმა გაწია დიზაინის მიმართულებით, თუმცა შინაარსობრივად ძალაუფლების საკითხს ყურადღება არ მიაქცია, ამიტომაც მივიღეთ კლანური მმართველობა, მოსამართლეთა კორპორატივიზმი, რომელიც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმებზე," - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა ვახუშტი მენაბდემ.

დღის ამბები